|
2023-07-04 10:47:22, 626 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ჰოსპიტალში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების პროცესს გაეცნო
სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მასშტაბური განახლება მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ჰოსპიტლის დირექტორმა შალვა მაღლაკელიძემ მინისტრს სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სამედიცინო დაწესებულების თანამედროვე აპარატურით აღჭურვის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების კუთხით, აღსანიშნავია ნატოსა და ევროკავშირის დახმარება. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი 64 ერთეულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო აპარატურას მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხს. „ჰოსპიტალი აღიჭურვება ისეთი მნიშვნელოვანი აპარატურით, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) 2 ერთეული სკანერი, ართროსკოპი, მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფი 3T, ციფრული რენტგენი, პორტატული რენტგენი. ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში კი, სამხედრო ჰოსპიტლისთვის გათვალისწინებულია 5 225 161 ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული დახმარების ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებამ უკვე მიიღო პორტატული რენტგენისა და ულტრასონოგრაფიის აპარატები. მიმდინარეობს ნეიროქირურგიული მიკროსკოპის, პლაზმაფერეზისის, სიცოცხლის მონიტორის, ართროსკოპიის აპარატებისა და საოპერაციო მაგიდის შესყიდვისა და შემოტანის პროცესი. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ქირურგიისა და ნევროლოგიის განყოფილებებში. გარემონტდება ინფექციური, თერაპიული, ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილებებიც. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორიული განყოფილების ახალი კორპუსისა და სასადილოს მშენებლობა. განახლდა სამხედრო ჰოსპიტლის ავტოპარკიც. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალს მოემსახურება. სამხედრო ჰოსპიტლის გორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებასა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. მთლიანობაში, უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით აღჭურვისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია, დაახლოებით, 35 მილიონი ლარი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)