|
2023-07-04 10:04:06, 662 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამის „ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტი“ პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, „ტყუპების საღვინე სახლში“ გაიმართა. სახელმწიფო პროგრამას „ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტი“ მექვევრეთა ასოციაცია „ქვევრის მზე“ ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, პროგრამის კურსდამთავრებულებს ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიენიჭათ. მათ სერტიფიკატები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ გადასცეს. „ქვევრის ღვინო ქართული მეღვინეობის სრულიად უნიკალური პროდუქტი და ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაა. ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდი, რომელიც უკვე 8 ათასი წლისაა, 2013 წლიდან დაცულია „იუნესკოს“ მიერ როგორც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროფესიული პროგრამის განხორციელება, რომელიც კონცენტრირებულია ქვევრის ღვინის ხარისხსა და მისი არსის საუკეთესო წარმოჩენაზე“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ. მექვევრეთა ასოციაციის „ქვევრის მზე“ დამფუძნებელმა გია გამტკიცულაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო მასშტაბით, ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესია ძალიან დიდია. შესაბამისად, სასწავლო პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც მცირე და საშუალო მარნების, ისე დიდი კომპანიების წარმომადგენლები, ახალგაზრდა მეღვინეები. „ჩვენ მათ ვასწავლით პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რაც არის პროგრამის ძირითადი მიზანი. მექვევრეთა ასოციაცია აღნიშნულ სასწავლო პროგრამას პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით ახორციელებს. სწავლების მეთოდი ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები მსმენელებს დაეხმარებათ, საკუთარ მეღვინეობებში მიიღონ საუკეთესო ხარისხის ქვევრის ღვინო“, - განაცხადა გია გამტკიცულაშვილმა. სახელმწიფო პროგრამის „ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტი“ კურსის ხანგრძლივობა 6 კვირაა. მექვევრეთა ასოციაციამ „ქვევრის მზე“ პირველი მსმენელები 2023 წლის 11 აპრილს მიიღო; 15 მსმენელისგან შემდგარმა პირველმა ჯგუფმა სასწავლო პროცესი 23 მაისს დაასრულა. სწავლების კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქვევრის მოვლა, ღვინის დამზადება ქვევრში, ღვინის და ჭაჭის ამოღება ფრაქციებად, ქვევრის ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასება. სახელმწიფო პროგრამა „ქვევრის და ქვევრის ღვინის სპეციალისტი“ განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მხარდაჭერით ხორციელდება.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)