05:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 09:22:20, 728 ნახვა

პოლიტიკა
კულება - სთხოვო ელჩს, კონსულტაციებისთვის უკრაინა დატოვოს, უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს

სთხოვო ელჩს, თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის უკრაინა დატოვოს, დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს.

კულებას თქმით, საქართველოს ელჩს უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში 4 ივლისს დაიბარებენ და მასთან "მკაცრი საუბარი" გაიმართება.

"4 ივლისს საქართველოს ელჩი იქნება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მასთან გაიმართება მკაცრი საუბარი. ის გაემგზავრება საქართველოში. კონსულტაციები მან თავის ხელისუფლებასთან უნდა გაიაროს - საით მიდის საქართველო, რატომ ანგრევენ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს და რა უნდა გააკეთონ, რომ ამ ურთიერთობებს უშველონ. 

როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია პროტესტის გამოხატვაა. მეორე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება და რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის უკრაინა დატოვოს. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს.

თუ საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია სააკაშვილი საფრთხედ შიდა პოლიტიკისთვის, მიეცით მას საშუალება, საქართველო დატოვოს და იცხოვრეთ მანდ საქართველოში თქვენთვის. გააგრძელეთ რუსეთთან დაახლოება, თუ ეს ასე გინდათ, თუმცა ჩვენ ვხედავთ ბრმა, უბრალოდ ცხოველურ პოლიტიკას, მიიყვანონ სააკაშვილი სიკვდილამდე",- ამბობს კულება.

შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics