07:11 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 14:59:32, 1170 ნახვა

პოლიტიკა
დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „საზღვრის კვეთისთვის“ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 21 ივნისს „საზღვრის უკანონო კვეთის“ გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

მათი ცნობით, დაკავებული ქალაქ რუსთავის მცხოვრები 1998 წელს დაბადებული ლაშა ბახტურიძეა.

"ალკოჰოლური ინტოქსიკაციით, განზრახ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან, ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისის მიმდებარედ.

29 ივნისს, ბახტურიძე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ მე-14 მუხლის შესაბამისად გააძევეს რესპუბლიკიდან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics