17:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 18:19:23, 1099 ნახვა

მსოფლიო
კალასი - ნატოს სამიტზე უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად მკაფიო გზაზე უნდა შევთანხმდეთ

ყველაზე ეფექტიანი უსაფრთხოების გარანტია ნატოში გაწევრიანებაა, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, რათა მათ შეძლონ დაიცვან საკუთარი თავი.

„ყველაზე ეფექტიანი უსაფრთხოების გარანტია ნატოში გაწევრიანებაა. ჩემი ქვეყანა არის ამის საუკეთესო მაგალითი. ვიცით, რომ ეს ვერ მოხდება, როდესაც ომი მიმდინარეობს. დღეს ნატო სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, რათა მათ შეძლონ დაიცვან საკუთარი თავი. ცალსახად, ნატოს სამიტზე უნდა შევთანხმდეთ უკრაინისთვის მკაფიო გზაზე ნატოში გასაწევრიანებლად და ამით მივცეთ მას სინათლე გვირაბის ბოლოს“, - განაცხადა კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics