17:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 17:44:07, 992 ნახვა

მსოფლიო
კალასი - ევროპის მოკავშირეებმა თავდაცვისუნარიანობა როგორც რუსეთის, ასევე ბელარუსის წინააღმდეგ უნდა გააძლიერონ

ევროპის მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ მათი თავდაცვისუნარიანობა როგორც რუსეთის, ასევე ბელარუსის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბელარუსიც თანააგრესორია, რადგან მუდმივად მუშაობს რუსეთთან ერთად.

"თავდაცვითი ინდუსტრიების გაძლიერება და ჩვენი თავდაცვის მზადყოფნა ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, მათ ვისაც ჩვენზე უკეთესი მეზობლები ჰყავთ, შესაძლებელია, ჰქონდეთ  განცდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გაქრება, მაგრამ სინამდვილეში ეს არის გრძელვადიანი პროცესი", - განაცხადა კალასმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 27 ივნისს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics