05:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 11:10:28, 891 ნახვა

საზოგადოება
მეუფე სტეფანე - საქართველო გაივსო კიკუებით, დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე [ვიდეო]

საქართველო გაივსო კიკუებით, ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს,- ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე სტეფანემ განაცხადა, მისთვის გაურკვეველია, "რას ერჩიან საქართველოს ასეთი ადამიანები".

"დღეს გაივსო საქართველო კიკუებით. კიკუ გახსოვთ იმაში რომ არის, დათა თუთაშხიაში. ეს არის მაგალითი ფულზე გაყიდული უმანკოებისა და ამ კუკუებით გაივსო საქართველო რა. თავის ქვეყნის, არა მარტო თავისი უმანკოება, არამედ ქვეყნის ღირსება, ყველაფერი შეიძლება შეიწიროს და ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე მრავალი გვყავს ჩვენ და ისეთ გადაწყვეტილებებს და ისეთ მოქმედებებს აკეთებენ, რომ წარმოუდგენელია, საბოლოო ჯამში, რა უნდათ ჩვენგან და რას ერჩიან ამ საქართველოს, წარმოუდგენელი ამბავია, სად მივყავართ და რატომ მივერეკებით ასე უაზროდ სადღაც. ჩვენ უნდა დავინახოთ, მწყემსი ჩვენი არის უფალი, უფალს მივყავართ თავისი სამწყსო სასუფევლისკენ. სხვა დანარჩენი, ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ჩვენი არც ღირებულება, არც საბრძოლველი, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სულებისთვის, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, სასუფეველში დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი",- განაცხადა მეუფე სტეფანემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics