05:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 09:57:40, 1076 ნახვა

საზოგადოება
ზელენსკიმ უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი გამოჩენილი მამაცობისთვის ღირსების ორდენითა და მედლით დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.

მათი ცნობით, ჯილდოს საქართველოში უკრაინის წარმომადგენლობა დაღუპულის დედას გადასცემს.

"რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაცემული ჩვენი ძმა და თანამებრძოლი მიშა კაპლანი დაჯილდოვდა პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის. მედალს მიშა კაპლანის დედას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა გადასცემს",- აღნიშნულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მიხეილ ყაფლანიშვილი 21 ოქტომბერს, ლუგანსკში სარაკეტო იერიშის დროს დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics