11:19 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-25 18:13:15, 734 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თბილისის პარტიული კონფერენციები დასრულდა

"ქართული ოცნების“ თბილისის პარტიული კონფერენციები დასრულდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციებზე დედაქალაქის ათივე მუნიციპალიტეტის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ ისნის ორგანიზაციას ისნის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნიკა ელისაშვილი უხელმძღვანელებს; ნაძალადევის ორგანიზაციას - დავით ჭელიძე; ჩუღურეთის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რიმა ბერაძე; დიდუბის ორგანიზაციას  - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირმა ზავრადაშვილი; ვაკის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნოდარ ტურძელაძე; კრწანისის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია; საბურთალოს ორგანიზაციას - საბურთალოს რაიონის გამგებელი - გაიოზ ვასაძე; სამგორის ორგანიზაციას - სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კახა სამხარაძე; გლდანის ორგანიზაციას - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, კოტე ზარნაძე; მთაწმინდის ორგანიზაციას - მთაწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით კირკიტაძე. „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები თბილისის გარდა, ჩატარდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში",- ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics