|
2023-06-24 13:50:04, 887 ნახვა
მსოფლიო
პრიგოჟინი - არ ვაპირებთ პრეზიდენტის მოთხოვნის გამო ჩაბარებას, აღარ გვინდა ტყუილში და კორუფციაში ცხოვრება
არავინ აპირებს პრეზიდენტის, ФСБ-ს ან კიდევ ვიღაცის მოთხოვნაზე ჩაბარდეს, რადგან არ გვსურს რომ ქვეყანა კვლავ ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრობდეს,- ამის შესახებ რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. პრიგოჟინის თქმით, "სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით, პრეზიდენტი [ვლადიმერ პუტინი] ძალიან შეცდა". "სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ძალიან შეცდა. ჩვენ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ. ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ. "ვაგნერის" ყველა წევრი. ამიტომ არავინ აპირებს პრეზიდენტის, ФСБ-ს ან კიდევ ვიღაცის მოთხოვნაზე ჩაბარდეს, რადგან არ გვსურს რომ ქვეყანა კვლავ ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრობდეს. როდესაც აფრიკაში ვიბრძოდით, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ აფრიკა გვჭირდებოდა, შემდეგ ის მიაგდეს, რადგან მოიპარეს მთელი ფული, რომელიც დასახმარებლად უნდა წასულიყო. როცა გვეუბნებოდნენ, რომ საჭირო იყო უკრაინასთან ომი, მივდიოდით და ვიბრძოდით. მაგრამ გაირკვა, რომ მთელი საბრძოლო მასალა, შეიარაღება, მთელი ფული, რაც მათთვის არის მინდობილი, ასევე იძარცვება. ჩინოვნიკები კი სხედან, იზოგავენ საკუთარი თავისთვის, სწორედ იმ შემთხვევისთვის, რაც დღეს მოხდა, როცა ვიღაც მოსკოვისკენ მიდის. ახლა ისინი არაფრის ეკონომიას არ წევენ, გვირტყამენ თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით. კოლონებზე, სადაც მშვიდობიანები მიდიან. შედეგად არტყამენ მშვიდობიანებს, რადგან მიზანს ვერ ახვედრებენ და სადაც ჩამოვარდება, იქ მიაქვთ იერიშები. ამიტომ ჩვენ პატრიოტები ვართ, ისინი კი ვინც დღეს წინააღმდეგობას გვიწევს, არიან ისინი, ვინც ნაძირლების გარშემო შეიკრიბნენ.",- წერს პრიგოჟინი. შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა. აღნიშნულს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და განაცხადა, რომ პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვის ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)