|
2023-06-23 12:17:11, 859 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - აშშ მიესალმება შეწყალებას - გადაწყვეტილება დეპოლარიზაციაში წვლილს შეიტანს
აშშ მიესალმება პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც დეგნანმა მედის წარმომადგენლებს უთხრა, შეწყალების გადაწყვეტილება დეპოლარიზაციაში წვლილს შეიტანს. "ეს საქმე პრობლემატური იყო დასაწყისიდანვე და აძლიერებდა პოლარიზაციას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს უკვე რამდენიმე წელია. პრეზიდენტის გადაწყვეტილება წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში და შეამცირებს დაყოფას საზოგადოებაში, იმ დაყოფას, რომელიც მხოლოდ რუსეთს აძლევდა ხელს. ახლა საქართველოში არ არის დაყოფის დროს, ახლა არის გაერთიანების დრო და პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ამას ხელს შეუწყობს",- აცხადებს დეგნანი. შეგახსენებთ, გუშინ, 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)