15:28 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 00:28:56, 751 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია ზურაბიშვილზე გაკეთებულ კომენტარზე - მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მის მიერ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩაწერილ ვიდეოს გამოეხმაურა და აღნიშნულს "საძაგლობა" უწოდა, რის გამოც პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა.

გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ ის თავის შეცდომას ხვდება და არც პრეზიდენტი არ უნდა "გაჯიუტდეს მის შეცდომაში" და უნდა შეიწყალოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

"მე არ ვაპირებ, რომ გაჯიუტებული ვიყო ჩემ შეცდომაში გულწრფელად გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომლებსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ დღეს გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოში, ქალთან მიმართებაში ასე მოქცევა საძაგლობაა, მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას

თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ არც ის უნდა გაჯიუტდეს მის შეცდომაში, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი", - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.

ცოტახნისწინ, გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაც დატოვა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics