|
2023-06-22 15:03:23, 727 ნახვა
საზოგადოება
მერია - ინფორმაცია, რომ კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ტყუილია
თბილისის მერია ეხმაურება მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა, რადგან თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია და საზოგადოების დეზინფორმირებას ემსახურება. "გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, თითქოს, ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ინფორმაცია არის სრული ტყუილი და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. სტატია სათაურით - „კურიერმა კალაძეს ტიკტოკზე აგინა. სასამართლომ ის ორი ათასი ლარით დააჯარიმა“, ასევე გავრცელდა სოციალური ქსელებით, რამაც მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია. თბილისის მერიის პრესსამსახურის მიმართვის საფუძველზე, მოგვიანებით სტატიის სათაური უმნიშვნელოდ დაკორექტირდა. როგორც გაირკვა, ამბავი, რომლის შესახებაც მედიამ გუშინ აცნობა საზოგადოებას, გასული წლის 6 დეკემბერს მოხდა. აღნიშნული პიროვნების მიმართ განხორციელდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე, 173-ე მუხლების მიხედვით, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობას. ჯარიმა სასამართლოს მიერ განისაზღვრა შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ხაზგასმა, თითქოს ახალგაზრდა დაჯარიმდა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერის მისამართით გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო, არის სრული ტყუილი, კონკრეტული მედიის მიერ აგორებული მორიგი პროვოკაცია და კახა კალაძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა. გვინდა, მოვუწოდოთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას, რომელიც მათგან ელოდება არა ყალბ და დამახინჯებულ ინფორმაციას, არამედ რეალურ ფაქტებს. აქვე შევახსენებთ ყველას, ცილისწამება დანაშაულია, რომელიც ისჯება კანონის შესაბამისად",- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)