|
2023-06-22 14:36:47, 724 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი კალაძეზე - უსაქმური, კორუმპირებული და მკვლელია ტიპი - თავის ჭკუით „ღადაობს“
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის მერი კახა კალაძე "უსაქმური, კორუმპირებული და მკვლელია". ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში კალაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ყველგან იქნება, სადაც ხალხს დასჭირდება. “უსაქმური, კორუმპირებული და მკვლელია ტიპი - თავის ჭკუით “ღადაობს” ... მოაგვარა ყველა პრობლემა, ჩემზე დარდობს და ნერვიულობს. აუცილებლად, ყველგან ვიქნები, სადაც ხალხს დასჭირდება, რომ იცოდნენ, დარწმუნდნენ, მომავალი ხელისუფლება მოემსახურება ხალხს და მყისიერი რეაგირება ექნება ყველა მათ პრობლემაზე!” - წერს ლევან ხაბეიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. ცნობისთვის, დღეს, 22 ივნისს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ „ნაცმოძრაობას“ ოპოზიციასთან გაერთიანება არ სჭირდება. „ლევან ხაბეიშვილი დაბრუნდა შოტლანდიიდან? მე როგორც ვიცი, შოტლანდიაში იყო და იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა, წვიმის გამო და დაბრუნებულია? არ ვიცი“, - თქვა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)