|
2023-06-22 14:38:18, 1080 ნახვა
საზოგადოება
სეს-ი - ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის გამო, ხორცის სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ სარეალიზაციო ობიექტში ინსპექტირება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა. „ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ი/მ, იურიდიული მისამართი: გორის რაიონი, სოფელი ფლავისმანი; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ივერთუბნის 131), სადაც, პაციენტის განცხადებით, რეგულარულად ყიდულობდა ღორის ხორცს. სახელმწიფო კონტროლისას აღნიშნულ ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ბიზნესოპერატორს არ აქვს დანერგილი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP); დარღვეულია ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესი, რის გამოც ინდმეწარმე დაჯარიმდა 1 000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობა - ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე. ამასთან, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტიდან აიღო ღორის ხორცის ნიმუშები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს“,- აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)