17:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 13:30:16, 643 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაში ჩართული არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მათთან დაკავშირებული ენჯეოები, ოპოზიციური ტელეკომპანიები

ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, პროპაგანდა, რომელიც წარმოებს, იგივე ბავშვთა შორის ლგბტ პროპაგანდის გავრცელება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაში ჩართული არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მათთან დაკავშირებული ენჯეოები, ასევე ოპოზიციური ტელეკომპანიები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, "ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის ის, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ შეხედულებებთან".

„ეს რეალობაა, არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, არის პროპაგანდა, რომელიც წარმოებს, იგივე ბავშვთა შორის ლგბტ პროპაგანდის გავრცელება. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაში ჩართული არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ასევე არიან  ჩართული მათთან დაკავშირებული ენჯეოები, ასევე ოპოზიციური ტელეკომპანიები. ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის ის, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ, რომ ამას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ შეხედულებებთან, შესაბამისად,  ჩვენ რა თქმა უნდა, ხმამაღლა გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics