|
2023-06-22 13:21:39, 717 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ვიდრე სააკაშვილის დროინდელი სახეები არ ჩამოშორდებიან ენმ-ს, მანამდე არავითარი პერსპექტივა ამ პარტიას არ აქვს
„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი წინა არჩევნებზე იყო 30% და ახლა ჩამოსულია 20%-ზე ქვემოთ. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს სერიოზული პრობლემები და ამას უკავშირდება მოწოდებები გაერთიანებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა მდგომარეობს მის ფორმალურ თავმჯდომარეში და იმ ლიდერებში, რომლებიც მართავენ პარტიას. „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ მათ აქვთ ნეგატიური ტენდენცია, არამედ ის, რომ მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი. მათი ლიდერი და მთავარი დამფინანსებელია კეზერაშვილი, უცხოელი აგენტი, რომელიც რატომღაც თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში. მათი ლიდერია ასევე ვანო მერაბიშვილი. ადეიშვილი ყოფილა ჩართული მათ საქმიანობაში, რაც მელიამაც აღიარა. იგივე სააკაშვილი რომ არის მათი ლიდერი და ა.შ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა. ეს დისკრედიტირებული სახეები: სააკაშვილი და სააკაშვილის დროინდელი სახეები ვიდრე არ ჩამოშორდებიან „ნაცმოძრაობას“, მანამდე, რა თქმა უნდა, არავითარი პერსპექტივა ამ პარტიას არ აქვს და არც ჩამოშორების პერსპექტივა აქვთ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია "ნაცმოძრაობა" განწირულია მორიგი, ძალიან მძიმე მარცხისთვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)