|
2023-06-21 13:23:57, 756 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე სააკაშვილზე - როდესაც გვექნება შესაბამისი რეკომენდაცია, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში
მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდადებული პატიმარი და როდესაც სამედიცინო სამსახურისგან გვექნება შესაბამისი რეკომენდაცია, ის იქნება გადაყვანილი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. ბრეგაძე ასევე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას და განაცხადა, რომ ამისთვის მან ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაიბრუნოს. "თუ არ არის რეკომენდებული, რომ მივიდეს და დაესწროს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერ დაესწრება. ჩვენ ვმოქმედებთ ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად. სხვა საშუალებებიც აქვს მას, რომ დაესწროს და საზოგადოება ეს რამდენჯერმე ნახა, მათ შორის, სასამართლო პროცესზე. სააკაშვილი არის მსჯავრდადებული პატიმარი და როდესაც სამედიცინო სამსახურისგან გვექნება შესაბამისი რეკომენდაცია, ის იქნება გადაყვანილი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. თუ მას უნდა, რომ იყოს ქართულ პოლიტიკაში, როგორც გითხარით, უნდა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, საბოლოოდ, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი. როდესაც ადამიანი არის სახელმწიფოს მეთაური, ასევე მთავარსარდალი და დატოვებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას, მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას და ჩადგება სხვა სახელმწიფოს სამსახურში, მე ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, რომ ის იყოს მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქე, - განაცხადა ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)