|
2023-06-21 11:38:46, 534 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური - მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გადაგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“- ში გამართულ „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ - 2023-ის" გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა. ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით გადაგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით გადაგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის. დღევანდელი ფორუმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში მიმდინარე პროცესების გასაცნობად, არამედ ამ სფეროში მსოფლიოში არსებულ ძირითად ტენდენციებზე მსჯელობისთვის. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ფორუმს ესწრებიან კიბერუსაფრთხოების სფეროს წამყვანი ექსპერტები და ოფიციალური წარმომადგენლები ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ჩვენი მიზანია, ფორუმის საშუალებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ხელი შევუწყოთ ამ სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგს“, - განაცხადა გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)