18:21 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 22:42:27, 840 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ბავშვებში LGBT პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე და კატეგორიულად მიუღებელი

ბავშვებში LGBT პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე და კატეგორიულად მიუღებელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ყოველთვის იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან და ქვეყნის სხვა მოქალაქეების მსგავსად, მათ იცავს კანონი და სახელმწიფო.

„ჩემი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანია პირველი შემთხვევა არ არის, ხშირია როდესაც პოლიტიკოსების ოჯახის წევრების მიმართ მსგავსი კამპანია და ბულინგი ხორციელდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ბავშვებში LGBT პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე და კატეგორიულად მიუღებელი. საქართველოში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ყოველთვის იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანებს არავის დაცვა არ სჭირდებათ, რადგან ქვეყნის სხვა მოქალაქეების მსგავსად, მათ იცავს კანონი და სახელმწიფო. სექსუალური ორიენტაცია ადამიანების პირადი საქმეა და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ამაში, თუმცა პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ მითქვამს და ეს არის ჩემი დამოკიდებულება - ყოველთვის ვიქნები ამის წინააღმდეგი, თუმცა ყოველთვის ვიდგები იქ, რომ ამ ადამიანების უფლებები იყოს დაცული“, - განაცხადა კალაძემ.

"ექსპრესნიუსი" ემიჯნება პოლიტიკოსების ჰომოფობიურ განცხადებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics