|
2023-06-20 19:04:50, 973 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი ბერძენიშვილზე - ქართველი პუტინისტები მოაზროვნე ადამიანების ტოტალურ ტერორზე არიან გადასულები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს ლევან ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ბერძენიშვილს სოლიდარობას გამოუცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მმართველი პარტია რუსულ-ბელორუსულ რეჟიმის სტილზეა გადასული, აქედან გამომდინარე განათლებულ და მოაზროვნე ადამიანებზე ტოტალურ ტერორს ახდენენ. „რუსული ოცნება“ - ქართველი პუტინისტები გადასულები არიან რუსულ-ბელორუსული რეჟიმების სტილში განათლებული, მოაზროვნე ადამიანების ტოტალურ ტერორზე. სიბნელე, სიმახინჯე ვერ გაიმარჯვებს“, - წერს ხაბეიშვილი. ცნობისთვის, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დღეს, 20 ივნისს დაესხნენ. ბერძენიშვილის განცხადებით, ლექციიდან გამოსულს ახალგაზრდა კაცმა შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხები ესროლა. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)