|
2023-06-20 18:16:27, 866 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან - პაველ ჰერჩინსკისთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ავსტრიის, ჩეხეთის, გერმანიის, დანიის სამეფოს, ესტონეთის, ესპანეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, უნგრეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, პოლონეთის, რუმინეთისა და შვედეთის სამეფოს ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები. "ვახტანგ გომელაურმა ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი აქტიურად საქმიანობს, ინფორმაციის გაზიარებასა და კოორდინაციის გზით, ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)