|
2023-06-20 16:54:04, 1177 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ
შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ,- ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. გვარამიას თქმით, ჯერ საკუთარი სიმართლის, შემდეგ კი სხვების დანაშაულის დამტკიცებას აპირებს. "შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ - ჩემს სიმართლეს, შემდეგ - სხვების დანაშაულს!",- წერს გვარამია. შეგახსენებთ, რომ გუშინ 19 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. მანამდე, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)