|
2023-06-20 13:18:31, 862 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ბერძენიშვილზე - არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც პროფესორის სტატუსით სარგებლობს, ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს
ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ასევე, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც თან პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლევან ბერძენიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც პოლარიზაციისა და რადიკალიზმის გაღვივებისთვის ყველაფერს აკეთებენ". "თუ საქმე გვაქვს ძალადობასთან, რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი. ერთი რამ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო - არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და ასევე, პირდაპირ უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას; პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს; ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში; ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ გმირ მეფეებს. არ შეიძლება ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება. ეს არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ასევე, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც თან პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს",- თქვა კობახიძემ. ცნობისთვის, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დღეს, 20 ივნისს დაესხნენ. ბერძენიშვილის განცხადებით, ლექციიდან გამოსულს ახალგაზრდა კაცმა შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხები ესროლა. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)