08:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 23:36:00, 973 ნახვა

საზოგადოება
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვის მე-14 დღე - მაღაროელებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები პარლამენტის შენობასთან კარვებს შლიან და არ აპირებენ დაშლას იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა მე-14 დღეა გრძელდება.

  • მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია:
  • ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით;
  • ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, შრომის უსაფრთხოების დაცვა;
  • აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება;
  • სადაზღვევო კომპანიის შეცვლა;
  • საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა;
  • ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება.

ადგილზე მყოფი მაღაროელები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი პარლამენტთან ხვალ, 20 ივნისს, 18:00 საათზე განახლდება, მანამდე კი 16:00 საათზე კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისისკენ მსვლელობას მოაწყობენ.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, ხოლო 13 ივნისს, მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. 

15 ივნისს გაფიცულ მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვდა. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ დათმობისთვის, თუმცა იმავეს ითხოვდნენ მეორე მხარისგან.

16 ივნისს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, ამასთან, როგორც გაფიცულები ამბობენ, მაღაროელმა პროტესტის ამ ფორმას უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მიმართა.

18 ივნისს კი, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics