|
2023-06-19 22:06:05, 896 ნახვა
პოლიტიკა
თომას ჰაკერი - ძალიან ვწუხვარ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნიკა გვარამიას საჩივართან დაკავშირებით
ძალიან ვწუხვარ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნიკა გვარამიას საჩივართან დაკავშირებით, - ამის შესახებ გერმანელმა დეპუტატმა, თომას ჰაკერმა განაცხადა. როგორც ჰაკერი აღნიშნავს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია და მის დაკავებას გამართლება არ აქვს. "ძალიან ვწუხვარ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნიკა გვარამიას საჩივართან დაკავშირებით. ის პოლიტიკური პატიმარია და მის დაკავებას გამართლება არ აქვს. თავისუფლება ნიკას!", - წერს თომას ჰაკერი. შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. კერძოდ, 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)