18:21 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 19:53:09, 958 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს კატეგორიულად ვგმობ

კატეგორიულად ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფი მობილიზაცია და უფლებების დაცვა და აღნიშნავს, რომ ზურაბ ჯაფარიძეზე “შეტევა, არის სტუდენტობაზე საერთო შეტევის ნაწილი”. 

“კატეგორიულად ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს
ზურა ყელში ეჩხირება რუსულ ხელისუფლებას, ვინაიდან მას აღმოაჩნდა ახალგაზრდობის მობილიზაციის განსაკუთრებული ნიჭი.

ზურაზე შეტევა არის  სტუდენტობაზე საერთო შეტევის ნაწილი.
საზოგადოებამ უნდა ისწავლოს არა მხოლოდ პროტესტის გამოთქმა, არამედ სწრაფი მობილიზაცია და თავისი უფლებების დაცვა.

თავს ესხმიან ზურას? - ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში. 

სცემენ ჩვენს შვილებს? - მამებმა უნდა შევუბრუნოთ ხელი. 

ჩვენ ბევრად მეტი და ბევრად უფრო ძლიერები ვართ!”, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics