|
2023-06-19 15:35:55, 1113 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მეწარმე ქალთა გადამზადებას წარმატებით აგრძელებენ
„საქართველოს ბანკის“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა” წარმატებით გრძელდება. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებმა ხუთდღიანი ტრენინგები გაიარეს, რაც მათ ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მეხუთე ნაკადში მონაწილეობა 29 მეწარმე ქალმა მიიღო. ინიციატივის ფარგლებში ისინი თეორიული უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას შეძლებენ. პირველ დღეს პროგრამის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბიზნესის წარმოების საწყისებზე, მეორე დღე დაეთმო გაყიდვებსა და ციფრულ მარკეტინგს. მესამე დღეს მეწარმე ქალები ადამიანის უფლებებისა და მრავალფეროვნების საკითხებს გაეცნენ. ასევე, გაიგეს თუ რა არის ლიდერობა და გუნდის მართვა. პროგრამის მორიგი 2 დღე კი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: ფინანსების მართვა; მარკეტინგი და კომუნიკაციები; ბიზნესის დაგეგმვა და ბიზნეს კომუნიკაცია. „მეწარმე ქალთა განვთარების პროგრამა ორიენტირებულია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, (როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ კომპანიებს) კიდევ უფრო მეტი თეორიული ცოდნა მიიღონ პრაქტიკოსი, გამოცდილი მენტორებისგან. პროგრამა მეწარმეების ინტერესებსა და საჭიროებებს პასუხობს და მათ სთავაზობს დამატებით აქტივობებსა და საკომუნიკაციო არხებს, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ, დაუკავშირდნენ სხვა მეწარმეებს და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს. საგანმანათლებლო კომპონენტების ციკლი 2 თვის მანძილზე გაგრძელდება, რომლის შემდეგაც მონაწილეები საგრანტო და პროფესიული ქსელების გაღრმავების ეტაპებზე გადავლენ“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი. გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ანნა ჩერნიშოვამ, აღნიშნა, რომ გენდერული განსხვავების აღმოფხვრა თანამედროვე საზოგადოების და ეკონომიკის წარმატებული განვითარების წინაპირობაა. „დღეს მსოფლიო კვლავ ებრძვის გენდერულ სტერეოტიპებსა და უთანასწორობას განვითარების ყველა სფეროში. UNDP-ის უახლესი გლობალური ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში 10 ადამიანიდან 9 ქალთა მიმართ სტერეოტიპულ წარმოდგენებს ეთანხმება. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ზრდასრულ ქალთა განათლების დონე უფრო მაღალია, ვიდრე კაცების, ქალების საშუალო შემოსავალი მაინც 39 პროცენტით ნაკლებია კაცების შემოსავალზე. გენდერული თანასწორობის მიღწევა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ამ მხრივ, კერძო სექტორთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მივესალმებით საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას და შვედეთის მტავრობის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელმაც საგრძნობლად შეცვალა მეწარმე ქალთა ცხოვრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დღეს, როდესაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-5 ეტაპს ვახორციელებთ, ჩვენი ხელშეწყობა საქართველოს ყველა კუთხეზე ვრცელდება და ახალ შესაძლებლობებს ქმნის სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის“, - განაცხადა ჩერნიშოვამ. ინფორმაციისთვის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 100 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამაზე მიღება წელიწადში საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე მოხვედრა 25 მეწარმეს შეუძლია. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს. ესენია: თეორიულ განათლება, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნა.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)