10:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-18 14:56:33, 917 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ძლიერმა ქარმა ხეები მოთხარა და ავტომობილები დააზიანა

თბილისში ამოვარდნილმა ქარმა ხეები მოგლიჯა და ავტომობილები დააზიანა. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ქარმა ხე სანზონაში მოგლიჯა და იქვე მდგარ მანქანას დაეცა.

ხე ასევე წაიქცა დიდ დიღომში და რამდენიმე ავტომობილი დააზიანა. თბილისში, გაგარინის მოედანზე სტიქიამ მშენებარე კორპუს სახურავი ახადა.

გაგარინის მოედანზე კი საუკუნოვანი ხე დაზიანდა, მას ტოტები ჩამოემტვრა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან სეტყვა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში მოსახლეობას წყალმოვარდნებისა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების რისკის შესახებ აფრთხილებენ. 

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics