|
2023-06-18 13:22:33, 1944 ნახვა
სამხედრო
ბასიანი 2023-ის ფარგლებში საველე სწავლება გაიმართა
სამეთაურო საშტაბო სწავლება „ბასიანი 2023“ დასრულდა. სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წვრთნებში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სამეთაურო-საშტაბო სწავლება საველე კომპონენტსაც მოიცავდა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან და შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. თავდაცვის ძალების მეთაურმა სწავლების მიზნის, ამოცანებისა და ძალთა სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ამოცანაზე ორიენტირებულ საველე კომპონენტში პირველი ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფს საცეცხლე მხარდაჭერას მე-5 საარტილერიო ბრიგადის ბატალიონი უწევდა. სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ოპერაციების ერთობლივ დაგეგმვას, თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას კოორდინირებულ მოქმედებებსა და ოპერაციების მართვის პროცესში მართვისა და კონტროლის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის ინტეგრირებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)