19:42 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-18 12:43:01, 943 ნახვა

პოლიტიკა
შაქარაშვილი ბორჯომის თავდასხმაზე - არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ იქ იყო ძალადობრივი ქმედება

"არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ იქ იყო ძალადობრივი ქმედება", - ამის შესახებ ძალადობრივი რადიკალური დაჯგუფების ხელმძღვანელი ვატო შაქარიშვილი ცხადებს.

"არანაირი ძალადობა. ტყუილია. თქვენ თუ 10-ჯერ იტყვით კვერცხზე ქვას, ის ქვა არ გახდება. იმიტომ რომ თქვენ მაგის ძალა არ გაქვთ, არცერთი ფაქტი, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ იქ იყო ძალადობრივი ქმედება. მაგრამ, განსხვავებით ამისგან, განახებთ, ეს ხალხი რას აკეთებდა 7-8 მარტს, როგორ ესროდა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ ცდილობდა ცეცხლი გაეკიდებინა პარლამენტის შენობისთვის და როგორ მიატოვეს იმ ლიდერებმა, ვინც ეხლა მოჰყავთ აქ ე.წ. სპიკერებად. იმ ადამიანებმა წაიყვანეს ბავშვები, ახალგაზრდები წაიყვანეს პროვოკაციაზე, შემდეგ მიატოვეს და ერთი სული ჰქონდათ, როდის დაიღუპებოდა ვინმე. აი, ამ ხალხთან გვაქვს საქმე და ის, რომ ეს ესე ვეღარ გაგრძელდება, ამის სათქმელად მოვედით აქ. აი, ამ ხალხთან გვაქვს საქმე და ის რომ ეს ესე ვეღარ გაგრძელდება, ამის სათქმელად მოვედით აქ,"- ამბობს ძალადობრივი დაჯგუფების მეთაური.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics