|
2023-06-15 23:58:12, 870 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - მოლდოველი და უკრაინელი კოლეგების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვიცი, რომ ჩემი ქვეყანა ინსტიტუციური მდგრადობით უფრო ძლიერია, ვიდრე ის ორი სახელმწიფო
ჩვენი გუნდი ამბობს ერთ რამეს: ისევე, როგორც შარშან, როდესაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, საქართველო ახლაც იქნება ლიდერი რეკომენდაციების შესრულებაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატობის შემდეგ გაცემული რეკომენდაციები სისტემური ხასიათისაა და უფრო რთულად შესასრულებელია, ვიდრე საქართველოსთვის კანდიდატობამდე გაცემული რეკომენდაციები. მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ორივე ქვეყანაზე წინ არის როგორც ინსტიტუციური მდგრადობის, ისე რეფორმების გატარების და რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. „თუ დავაკვირდებით იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოს მიმართ არის გაცემული კანდიდატობამდე და იმ რეკომენდაციებს, რომლებიც გაიცა მოლდოვის და უკრაინისათვის კანდიდატობის შემდეგ, პირდაპირ გეტყვით, რომ ისინი გაცილებით უფრო რთულად შესასრულებელია, გაცილებით მეტ სისტემურ რეფორმას მოითხოვს და შესაბამისად, საქართველო გაცილებით წინ არის ყველა სფეროში ამ მიმართულებით. მოლდოველი და უკრაინელი კოლეგების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ქვეყანა ინსტიტუციური მდგრადობით გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ის ორი სახელმწიფო. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ, თანამშრომლობის და რეფორმების გატარების თვალსაზრისით, გაცილებით უფრო წინ ვართ. ზუსტად ვიცი, რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან დაბალი კორუფცია, არის უმაღლესი დონის გამჭვირვალობა. ზუსტად ვიცი, რომ სასამართლო სისტემა, რომლის რეფორმებსაც ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ, გაცილებით უფრო წინ არის და ნდობაც გაცილებით მეტი აქვს ქართულ საზოგადოებაში.“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)