22:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 14:27:29, 1022 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის დელეგაცია - მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, სჯობს არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი

ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს - სჯობს, არ მიიღოთ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი აღწერილი რისკების გათვალისწინებით,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში.

"ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. სჯობს, არ მიიღოთ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში. ჩვენ ერთად უფრო ძლიერად შეგვიძლია წინსვლა",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტს, გუშინ, 13 ივნისს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

მანამდე კი, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics