|
2023-06-14 11:46:10, 607 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტმა შეიძლება, გარკვეული პრობლემები თვითონ ოპოზიციას შეუქმნას, ისეთი პირებისთვის, როგორიც კეზერაშვილია, წინაღობები გააჩინოს
მე, როგორც იურისტს, მეჩვენება, რომ ბოლო დასკვნაში, რაც ვენეციის კომისიის მიერ არის წარმოდგენილი, ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული და გაზვიადებულია ის ინტერპრეტაციები და რისკები, რომლებიც ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დანახული,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. შეკითხვაზე, რატომ იგზავნება ვენეციის კომისიაში დოკუმენტები, თუ მათი მოსაზრებები არ გვაინტერესებს, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კომისიის მოსაზრებები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას მაინც რეკომენდაციები ჰქვია. „შესაბამისად, აქ მთავარია, მოვისმინოთ არგუმენტაცია და შეიძლება, დავუშვათ ასეთი რამ, რომ შესაძლოა, არგუმენტაცია იყოს არასრული ან გარკვეულ შემთხვევაში გადაჭარბებული და გაზვიადებული“, - განაცხადა სარჯველაძემ. შეკითხვაზე, როგორი იქნება ევროკომისიის გადაწყვეტილება კანონის მიღების შემთხვევაში, როცა არსებობს ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნა, სარჯველაძემ განაცხადა, შეფასების შემდეგ თუ აღმოჩნდება, რომ ეს არ არის ის, რასაც საქართველოდან ევროკომისია ელოდა, გადაწყვეტილება გადაიხედება. „ეს ითქვა, გაცხადებულია და, ვფიქრობ, პოზიცია აბსოლუტურად მართებულია. ყოველ შემთხვევაში, ყველას უტოვებს შესაძლებლობას, რომ გარკვეული შეუთანხმებლობის აღმოფხვრის კვალდაკვალ, რომელიც ევროკომისიის პოზიციასა და ვენეციის კომისიას შორის რეალურად არსებობს, ჩვენი გადაწყვეტილებები მივიღოთ. თქვენ გახსოვთ ოპოზიციის დაჟინებული მცდელობები და მათ შორის, კარგად გვახსოვს ირაკლი კობახიძის გაფრთხილება, ისე არ აღმოჩნდეს, რომ ამ რეკომენდაციის შესრულება მერე უხერხულობებს გამოიწვევს თვითონ ოპოზიციისთვისო. თქვენ გახსოვთ, ეს პარლამენტის ტრიბუნიდან უთხრა ოპონენტებს ირაკლი კობახიძემ და ამას მოჰყვა ცოტა ისეთი დამოკიდებულება, არა, ირაკლი კობახიძე ცდება, ასე არ იქნებაო. ისე აგიხდათ ყველაფერი, მერე აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ზუსტად იმავე თანმიმდევრობით, რაც უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით გაკეთდა, ზუსტად ეს უკრაინული მოდელი, მათი მოწონებული კანონი აღმოჩნდა მათთვისვე არახელსაყრელი. ასე არ არის. მგონია, რომ ოპოზიციონერებმა, უბრალოდ, გადაჭარბებული მოლოდინები შექმნეს თავიანთივე თავისთვის, როდესაც, ასე ვთქვათ, დიდი ფსონები გააკეთეს ამ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით. მერე აღმოჩნდა ზუსტად ისე, როგორც ირაკლი კობახიძე აფრთხილებდა, რომ ეს შეიძლება, შემდეგ არცთუ კომფორტული მოსჩვენებოდათ თვითონ ოპოზიციონერებს. იმიტომ, რომ, რასაკვირველია, ეს მათ მიერ დასახული მიზნების განხორციელების ინსტრუმენტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ გახდებოდა. ახლა რაც შეეხება პირიქით, შეიძლება, რომ გარკვეული პრობლემები თვითონ ოპოზიციას შეუქმნას? სხვათა შორის, კი, შეიძლება. მაგალითად, ისეთი პირებისთვის, როგორიც იგივე კეზერაშვილია, ამან შეიძლება, გარკვეული წინაღობები გააჩინოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)