14:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 13:52:23, 780 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე - ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოში

ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  „მაკდონალდსის“ „ჰეფი მილის“ მენიუს სასაჩუქრე წიგნზე დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი აღშფოთებული იყო იმ შინაარსით, რომელიც ჩადებული იყო კონკრეტულ საბავშვო ბუკლეტში.

„რა თქმა უნდა, ეს გამაოგნებელი და აღმაშფოთებელია - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვებისკენ იყოს მიმართული ეს პროპაგანდა, კატასტროფაა ეს ყველაფერი და იმედია, ამ შემთხვევაშიც გადახედავენ საკუთარი მასალების შინაარსს კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლები. ბავშვებთან ლგბტ პროპაგანდის ჩატარება გამაოგნებელი და კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics