|
2023-06-13 13:46:11, 1058 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „ოცნების“ მხრიდან არასდროს გაკეთებულა ანტიდასავლური განცხადებები, მაგრამ ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს
„ქართული ოცნების“ მხრიდან არასდროს გაკეთებულა ანტიდასავლური განცხადებები, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ანტიქართული განცხადებები უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს. „მაქსიმუმი კეთდება, მათ შორის, პრემიერის მხრიდან იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არაფერი ანტიდასავლური განცხადება არ გაკეთებულა არასდროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, როდესაც ის ამბობს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ეს არის მართლაც ანტიქართული განცხადებები, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მიდგომა. აქედან გამომდინარე, საკუთარ განცხადებებში ჩაიხედონ და სწორად შეაფასონ ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ. მათი ანტიქართული განცხადებები, რა თქმა უნდა პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)