|
2023-06-13 13:24:28, 647 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს რეგიონულ დირექტორს, სესილ კუპრის შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულ დირექტორს, სესილ კუპრისა და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფოირმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები. "აღსანიშნავია, რომ იგეგმება მე-3 ორმხრივი ყოველწლიური საკონსულტაციო შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის, სადაც მხარეები გაეცნობიან მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს და შეათანხმებენ სამომავლო პარტნიორობის საკითხებს. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით მხარდაჭერისთვის, როგორიცაა: საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ენერგეტიკა (ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა), ირიგაცია, ადამიანური კაპიტალი, რეგიონული განვითარება, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, რკინიგზის სექტორის რეფორმა, წყალმომარაგება, სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა, საქართველოს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა. თავის მხრივ, ფრანგულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)