|
2015-02-09 16:48:14, 1320 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ სამთო ტურიზმის განვითარებისათვის განხორციელებული გარიგების გამო პრესტიჟული ჯილდო მიიღო
პრესტიჟულმა ფინანსურმა გამომცემლობამ, Trade and Forfaiting Review, „თიბისი ბანკის“ ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქცია, 2014 წელს, მსოფლიოში 15 საუკეთესო ტრანზაქციას შორის დაასახელა. ტრანზაქცია გულისხმობდა გარიგებას, რომლის მიხედვითაც, „’თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული საერთაშორისო აკრედიტივების მეშვეობით, „საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ შეძლო ხელოვნური თოვლის მწარმოებელი აპარატურის იმპორტი იტალიიდან, რისი დახმარებითაც, გუდაურსა და ბაკურიანში, ბუნებრივი პირობების მიუხედავად, სათხილამურო სეზონის ჩატარება იქნება შესაძლებელი. საქართველოს სამთო კურორტების - გუდაურისა და ბაკურიანის ხელოვნური გათოვლიანების პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტთა რაოდენობის მატებას და შესაბამისად ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და დასაქმების გაზრდას. “ჩვენ ვამაყობთ ამ მნიშვნელოვანი აღიარებით, რომელიც ვაჭრობის დაფინანსებისა და კორპორატიული ბანკინგის მიმართულებით მოვიპოვეთ. მოხარული ვართ, რომ ამ ტრანზაქციით მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი ტურიზმის განვითარებას საქართველოს ზამთრის კურორტებზე“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ცნობისთვის, ჟურნალი Trade and Forfaiting Review საუკეთესო გლობალური ტრანზაქციების გამოსავლენად კონკურსს ყოველ წელს ატარებს. წელს ამ კონკურსზე მსოფლიო მასშტაბით 180 ტრანზაქცია იყო წარდგენილი. სწორედ ამ 180 ტრანზაქციას შორის შეირჩა 15 საუკეთესო. „თიბისი ბანკთან“ ერთად გამარჯვებული ბანკები არიან ისეთი ცნობილი საფინანსო ინსტიტუტები, როგორებიცაა: HSBC, RBS, Deutsche Bank, Citi, ING, Société Générale, ABN AMRO და BNP Paribas.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)