|
2023-06-12 18:24:56, 979 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ელჩებთან ინტენსიური კონსულტაციები კარგია იმისათვის, რათა ნებისმიერ ბუნდოვანებას დაესვას წერტილი
ელჩებთან ინტენსიური კონსულტაციები კარგია იმისათვის, რათა ნებისმიერ ბუნდოვანებას დაესვას წერტილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, იმისთვის, რომ "აღარ ჰქონდეს პროვოკაციის მოსურნე პოლიტიკურ სუბიექტებს ან მათ მედია წარმომადგენლებს საშუალება, შეიტანონ რაიმე ბუნდოვანება იმ რეალობაში, რაც ნამდვილად არსებობს". "ელჩებთან ინტენსიური კონსულტაციები კარგია იმისათვის, რათა ნებისმიერ ბუნდოვანებას დაესვას წერტილი და აღარ ჰქონდეს პროვოკაციის მოსურნე პოლიტიკურ სუბიექტებს ან მათ მედია წარმომადგენლებს საშუალება, შეიტანონ რაიმე ბუნდოვანება იმ რეალობაში, რაც ნამდვილად არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დღეს დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)