|
2023-06-12 16:44:14, 809 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - ინ ვიტრო განაყოფიერების გაკეთება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ
ინ ვიტრო განაყოფიერების გაკეთება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. აზარაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ასევე არის ჩანაწერი, რომელიც კრძალავს ამ თემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რეკლამას. "მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხები, იქნება დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ინ ვიტრო განაყოფიერების მაღალტექნოლოგიური მეთოდით შვილის გაჩენა. ასევე, სუროგაციასთან დაკავშირებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ სუროგაციის უფლება. ანუ, მთლიანად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე იქნება დაკავშირებული. ასევე დაკავშირებულია ძალიან არაეთიკურ და ცუდ პრაქტიკასთან, რადგან ეს მიმართულება არ იყო დარეგულირებული, ბევრ სხვადასხვა საშიშროებას აჩენდა, იგივე ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო, არ მინდა მტკიცებით ფორმაში საუბარი, ასევე, მოგეხსენებათ ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით და სხვა ყველა ის არაეთიკური თუ მიუღებელი ფორმა, რომელიც შეიძლება ამ დაურეგულირებელ ბაზარს ახლდეს. ახლა მკაფიოდ გვაქვს ჩანაწერი უკვე კანონში და ეს შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. ასევე ამ კანონშია ჩანაწერი, რომ ყველანაირი ამ ტიპის რეკლამა იკრძალება ქვეყანაში. რადგან, მოგეხსენებათ და ხშირად შეგხვედრიათ ალბათ, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა საშუალებებით, იგივე ქუჩებში და მეტროებში არის სხვადასხვა შეთავაზებები სუროგაციასთან დაკავშირებით, იგივე ინვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს სამწუხარო პრაქტიკა ამით დარეგულირდება და მოისპობა",- განაცხადა აზარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)