|
2023-06-11 15:32:23, 903 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე რაღაცები გააფუჭოს
მე არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, ვფიქრობ, ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე რაღაცები გააფუჭოს,- ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძე ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების ალბათობა დაბალია. "გერმანიის კანცლერმა პრემიერ-მინისტრს თუ უთხრა, კონკრეტული რაღაცები - ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი რაღაც გააკეთეთ და ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატის სტატუსსო, აი, ადგებიან და იმ ხუთის საწინააღმდეგო რაღაცებს გააკეთებენ... თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ქართველი ხალხის დამსახურება იქნება, რადგან ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიგვეღო, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ დადებითი პასუხი იყოს, ჩემი აზრით, დაბალია... ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და აღვადგინოთ მსვლელობა დასავლეთისკენ, არის ამ ხელისუფლების ცვლილება",- უთხრა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 9 ივნისს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)