|
2023-06-10 15:08:00, 756 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე შოლცზე - საქართველოს პრემიერს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და წამზომს ვერავინ ჩაურთავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამზომს ვერ ჩაურთავს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, აღნიშნული ადრეც ხდებოდა, როდესაც 2008 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს იბარებდნენ და რაღაცეებს ავალებდნენ. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის პრემიერ-მინისტრმა დაიბარა, მეტყველებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ.ეს არის ერთადერთი რამის დასტური, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ამ პოლიტიკური პარტიებით, „ენჯეოებით“ და ტელევიზიებით არის ერთადერთი რამ, უცხოური აგენტურა, თავის დროზე, 2008 წელს იბარებდნენ სააკაშვილს და რაღაცეებს ავალებდნენ. ასეთი რაღაცეები ხდებოდა მაშინ, მაგრამ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამზომს ვერ ჩაურთავს",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გუშინ, 9 ივნისს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)