|
2023-06-10 13:35:09, 789 ნახვა
საზოგადოება
ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ
ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ღირსეული შრომის პლატფორმა“ ავრცელებს. მათი ცნობით, მაღაროელების მოთხოვნები სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. „უკვე მეოთხე დღეა, ჭიათურაში 3000-ზე მეტი მაღაროელი საპროტესტო აქციას მართავს, შეჩერებულია სამუშაო პროცესი. დამსაქმებლის მიერ გატარებული ცვლილებების შედეგად, სამუშაოს რაოდენობა გაიზარდა, ხელფასი კი იგივე დარჩა.
ჭიათურასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჯორჯიან მანგანეზის“ 17-წლიანი საქმიანობის შედეგად, ჰაერის, ნიადაგის და მდინარის დაბინძურება მანგანუმით და სხვა მძიმე ნივთიერებებით, ასჯერ და მეტჯერ აღემატება დაშვებულ ნორმებს, მიწის ჩაშლას და მეწყერს, სოფელი სოფელზე ეწირება. 2017 წლიდან კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებული მასშტაბური ზიანის (416 მილიონი ლარის) გამოსასწორებლად, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დასაცავად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნა, რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენელია. ამ მიზეზით, უკვე წლებია, „ჯორჯიან მანგანეზში“ შესამოწმებლად, არც გარემოსდაცვით ინსპექციები შესულან, არც შრომის ინსპექცია. კომპანიას თითქმის, ნახევარ მილიარდიანი ჯარიმა ჩამოეწერა. 2023 წლის 1 მაისიდან, ჭიათურაში სამუშაო პროცესი აღდგა, კიდევ უფრო დამძიმებული შრომის პირობებით“,- აღნისნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)