|
2023-06-09 22:23:39, 523 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მაღალი დონის შეხვედრები იმისთვისაა, რომ მეგობრებს ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია
თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრას გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მისი თქმით, მსგავსი მაღალი დონის შეხვედრებისას ხაზი ესმება, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესი. „ხედავთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას. აუცილებელია ასეთი მაღალი დონის შეხვედრები იმისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს, საზოგადოებას ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია და რამდენად რთულია ამ გზის გავლა, რაშიც ჩვენს ხალხს სჭირდება თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე უკვე განახორციელა უმნიშვნელოვანესი რეფორმები. „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა ევროინტეგრაციის გზაზე. თუ რომელიმე ქვეყანა სტატუსის მიღებას იმსახურებდა, ეს საქართველოა. მოგვცეს 12-პუნქტიანი გზამკვლევი და სრული მზაობაა - კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, რომ აღნიშნული გეგმა ზედმიწევნით იყოს შესრულებული და დეკემბერში ქვეყანას სტატუსი მიანიჭონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)