|
2023-06-09 14:22:23, 749 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს Free misha-ს კამპანიას
როცა უკვე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ამის მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს "ფრი მიშა" კამპანიას, ეს სხვა არაფერზე მეტყველებს გარდა პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ციხეშია, ხელის გულზე დევს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ახალისებდნენ იმისთვის, რომ მას საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეტარებინა. „სანამ სააკაშვილი საქართველოში შემოიპარებოდა და ციხეში აღმოჩნდებოდა, მანამდეც ვხედავდით, როგორ დადიოდა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების კორიდორებში, როგორ ართმევდნენ მას ხელს, როგორ ატარებდნენ კრიმინალ ადამიანთან სემინარს, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და ამაზე არავინ დავობს. როგორ ართმევდნენ მას ხელს და დღეს, ეს ადამიანები, რომლებიც მაშინ ახალისებდნენ მიხეილ სააკაშვილს, მათ შორის, ახალისებდნენ იმით, რომ მას საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეტარებინა, შემოპარულიყო და ქვეყანა აერია, დღეს ეს ადამიანები კვლავ იცავენ და მის ციხიდან დახსნას ცდილობენ. ამიტომ, პოლიტიკური კორუფციის გარდა, ამ ჯიუტ "ფრი მიშა" კამპანიას ვერ ავხსნი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)