|
2023-06-09 00:06:59, 977 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი კალიურანდზე - პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ევროკომისიის მიერ და არა პიროვნული მიდგომებით
ევროპარლამენტს აქვს გარკვეული რესურსი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ევროკომისიის მიერ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, და არა ასეთი სუბიექტური, ხშირ შემთხვევაში პიროვნული მიდგომებით, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მარინა კალიურანდთან, ევროპარლამენტში ამ თემების გარჩევა აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ გერმანიიც კანცლერი, საფრანგეთის ხელძმღვანელობა, ან ის დელეგაციები, რომლებთანაც საქმიანი პოლიტიკური მაგიდის გარშემო იჯდა პრემიერ-მინისტრი, ასე ფიქრობენ. „მარინა კალიურანდთან, ევროპარლამენტში ამ თემების გარჩევა აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ გერმანიიც კანცლერი, საფრანგეთის ხელძმღვანელობა, ან ის დელეგაციები, რომლებთანაც საქმიანი პოლიტიკური მაგიდის გარშემო იჯდა პრემიერ-მინისტრი, ასე ფიქრობენ. ესენი განაპირობენ გადაწყვეტილებას და არა ევროპარლამენტი. ვერც იმას ვიტყვი, რომ ევროპარლამენტს სიტყვა არ გააჩნია. მას აქვს გარკვეული რესურსი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ევროკომისიის მიერ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, და არა ასეთი სუბიექტური, ხშირ შემთხვევაში პიროვნული მიდგომებით“, - განაცხადა ვოლსკიმ. ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის თქმით, ევროპარლამენტის წევრები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, თითქოს EU ცდილობს საქართველოს ჩათრევას, რომ გახსნას „მეორე ფრონტი“. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირება არა ევროკავშირისთვის, არამედ საკუთარი მოქალაქეებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)