|
2023-06-08 23:59:17, 1131 ნახვა
საზოგადოება
მარნეულის სამხედრო ბაზაზე სროლას ახალწვეული ემსხვერპლა
მარნეულის სამხედრო ნაწილში რამდენიმე საათის წინ, გასროლის შედეგად ახალწვეული იუსიფ ნასიბოვი (დაბადებული 2005 წელს) გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განწესში იმყოფებოდა, მასზედ მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი. "პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინსტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გრძელდება გამოძიება თავდაცვის სამინისტრო მწუხარებს გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)