02:47 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 23:51:50, 1059 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ოპოზიციური სპექტრი მოლოდინშია, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ, რომ მერე რევოლუციური პროცესი განვითარდეს

ჭკვიან ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაზე გათვლა გაკეთებული უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, ხომ არ აქვს მას კანდიდატის სტატუსზე ნეგატიური პასუხის მოლოდინი.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციური სპექტრი მოლოდინშია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, რათა შემდგომ რევოლუციური პროცესი განვითარდეს.

„მთელი ოპოზიციური სპექტრი არის იმის მოლოდინში, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ, რომ მერე განვითარდეს რევოლუციური პროცესი. ეს ხომ იცის დასავლეთმა და იმის მაგივრად, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სამართლიანი დამოკიდებულება ჰქონდეს, მაინც ამ მიმართულებით რატომ მიდის მუდმივად საუბარი. ხომ არ მეორდება ის სიტუაცია, როდესაც შენ არ შეგიძლია საქართველო შემოიყვანო ქოლგის ქვეშ, ანდა მეორე საკითხია, ეს ხომ არ არის მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მართლაც რევოლუციური პროცესი განვითარდეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics