|
2023-06-08 16:41:05, 1102 ნახვა
საზოგადოება
პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point იწყება
თბილისში ხვალ პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point გაიმართება. პროექტი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, პროგრამის - „თბილისი იუნესკო-ს მედია ხელოვნების ქალაქი“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ფესტივალი, ჯამში, 22 საერთაშორისო და ქართველ სპიკერს დაუთმობს სცენას: TIKTOK, NIKE, META, SMARTLY და სხვა. ქინოუეთების და პანელური დისკუსიების პარალელურად, ორი საინტერესო ვორქშოფი გაიმართება Google-ის რეკლამის არქიტეტორისგან. „ვორქშოფებზე აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ივენთის ვებგვერდს: https://touchpoint.ge/workshops. Touch.Point-მა უკვე გააზიარა ღონისძიების რუკა - მთავარი სცენა, ნეთვორქინგის ზონა, პარტნიორების ზონები, ქო-ვორქინგის ზონა, ვორქშოფების ზონა - ეს არის ფესტივალის მთავარი სივრცეები, რომლებიც „არტარეაშია“ განთავსებული. საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, ორგანიზატორები მარკეტერებს საინტერესო კონკურსსაც სთავაზობენ - AI Creathon, ყველაზე ცნობისმოყვარე მარკეტერებს საშუალებას მისცემს, ადგილზე, მარტივი ბრიფების დამუშავებით, თავად გამოსცადონ AI-ის შესაძლებლობები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)