|
2023-06-08 13:41:51, 1105 ნახვა
პოლიტიკა
Politico - საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის პრობლემას იწვევენ
აშშ-მა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საქართველოა. აღნიშნულის შესახებ Politico აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯიმ ო’ბრაიენზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ ევროპული კომპანიები ყიდიან პროდუქციას სხვა ქვეყნებში, რომლებიც თავის მხრივ, მასალებს რუსეთში ყიდიან. "შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევენ: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი... ძირითადი მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის ექსპორტი, რომელიც რუსეთს მისი ომის მანქანისთვის ესაჭიროება, დაუბრუნდა ომამდელ დონეს, რადგან რუსეთი სანქციების გვერდის ავლაში უკეთესი გახდა. ამ წლის დასაწყისისთვის რუსეთს შეეძლო ელექტრონიკის გარკვეული ძირითადი კატეგორიების ხელახალი იმპორტი, დაახლოებით, ომამდელ დონეზე, რაც გულისხმობდა ჩიპებს, პროცესორებსა და ინტეგრირებულ სქემებს, რომლებიც თანამედროვე იარაღის დამზადებისთვის არის საჭირო",- განაცხადა ო’ბრაიენმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)